ჩვენ გვინდა, რომ აშშ-თან ურთიერთობა გახდეს ნამდვილად მეგობრული და პარტნიორული, რომელიც ორმხრივი იქნება – კახა კალაძე
როგორც კი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა იქნება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასავლეთთან და აშშ-თან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
„რაც შეეხება ურთიერთობას დასავლეთთან და ზოგადად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც კი ახალი ადმინისტრაცია ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა და მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებითაც, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის მხრიდან. ჩვენთვის მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც დღეს არის, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები, კიდევ უფრო გაღრმავდეს, მეგობრული გახდეს, ნამდვილი მეგობრული და ნამდვილი პარტნიორული, რომელიც იქნება ორმხრივი და არა ცალმხრივი, მხოლოდ ერთ მხარეზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.