1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ჩვენ ჩვენი პოზიციები აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ”- დავით კაჭარავა
,,ჩვენ ჩვენი პოზიციები აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ”- დავით კაჭარავა

,,ჩვენ ჩვენი პოზიციები აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ”- დავით კაჭარავა

81
0

29 აპრილს მთელი მსოფლიოსთვის იქნება გზავნილი, რომ გვსურს ჩვენით მივიღოთ გადაწყვეტილებები თუ რომელი გზით უნდა იაროს საქართველომ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მთავარი კომიტეტის წევრმა, დავით კაჭარავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის სენსიტიური მომენტები და კონკრეტული დეტალები, რომელიც ჩვენთვის მისაღები არ არის, არ შეიძლება თავს მოგვახვიონ. აუცილებელია ხალხი რაღაცის გარშემო გაერთიანდეს და ეს არის ჩვენი იდენტობა და ისტორია, რამაც დღევანდელ დღემდე მოგიყვანა. ჩვენ ჩვენი პოზიციები აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.