1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ანგოლაში 170-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს
ანგოლაში 170-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს

ანგოლაში 170-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს

572
0

ანგოლაში მაღაროელებმა აღმოაჩინეს იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე დიდია ბოლო 300 წლის განმავლობაში აღმოჩენილ ბრილიანტთა შორის. იტყობინება ანგოლის მაღაროს ავსტრალიელი ოპერატორი Lucapa Diamond-ი.

170-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, რომელსაც “ლულოს ვარდი” ეწოდა, აღმოაჩინეს ალმასებით მდიდარ ლულოს მაღაროში, ანგოლის ჩრდილო-აღმოსავლეთში და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა.

მიუხედავად იმისა, რომ “ლულოს ვარდი” დამუშავების პროცესში სავარაუდოდ დაკარგავს თავისი წონის 50%-ს, მოელიან, რომ ის რეკორდულ ფასად გაიყიდება.

Bloomberg-ის ცნობით, “ვარდის ლულო” საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში გაიყიდება, რომელსაც ანგოლის სახელმწიფო კომპანია, ალმასებით მოვაჭრე Sodiam-ი გაყიდის.

 2020 წელს Sotheby’s-ს აუქციონზე, 14.8-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, სახელად “ვარდის სული”, $26.6 მილიონად გაიყიდა. მაშინ ის ყველაზე მსხვილკარატიან ვარდისფერ ბრილიანტად ითვლებოდა, რომელიც აუქციონებზე გაყიდულა. 2020 წლისთვის მსოფლიოში არსებული ვარდისფერი ბრილიანტების 99% 10 კარატს ქვემოთ იყო.