1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება”- კელი დეგნანი
“ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება”- კელი დეგნანი

“ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება”- კელი დეგნანი

262
0

ყოველდღე ჩნდება ახალი მიზეზი, თუ რატომ არის საჭირო ამ კანონის შემოღება. პირველი, ეს იყო გამჭვირვალობა, როდესაც უცხოური დახმარება ისედაც გამჭვირვალეა. ამ კანონების მიზანი სრულიად განსხვავდება შეერთებული შტატების კანონისგან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს აღნიშნული კანონი არ სჭირდება.

„ეს კანონები მიზნად ისახავს, შეუშალოს ხელი იმ ქართველებს, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან, ქართველებს, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი მოსახლეობისთვის არსებული პრობლემების მოგვარებას და სერვისების მიწოდებას, იქნება ეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული, ბიზნეს ასოციაციებისთვის, თუ ახალგაზრდებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. იურიდიული დახმარება მათთვის, ვისაც ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებლად სჭირდება. ასე რომ, ეს კანონები, როგორც ჩანს, აშკარად შეესაბამება რუსეთის კანონს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ. ის მიზნად ისახავს განსხვავებული ხმების ჩახშობას და როდესაც უყურებთ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავთ, რომ რუსეთის კანონმდებლობა ძალიან ეფექტური იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმების ჩახშობაში. საქართველომ იბრძოლა თავისი დემოკრატიის ასაშენებლად, თავისი თავისუფლებების დასაცავად. ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა. ამიტომ ისმის ერთიანი შეშფოთება გაერო-სგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს მრავალი დიდი ხნის მეგობრისგან, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოს თავისუფლებების გაუმჯობესებისთვის, საქართველოს თავისუფლებების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ ხალხი ძალიან შეშფოთებულია. ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება და კითხვას, რატომ იღებთ ამ კანონს, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.