გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. კერძოდ, გიგა ბოკერიამ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი […]
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიიღო მხარდაჭერა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისა და სპონსორების უმრავლესობისგან. საკითხი, რომ ის ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად შეცვლის, პრაქტიკულად გადაწყვეტილად ითვლება. ჰარისი ოფიციალურად დამტკიცდება აგვისტოს დასაწყისში დემოკრატიული პარტიის დელეგატების ონლაინ კენჭისყრის დროს. მანამდეც კი, სანამ ჰარისი ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი გახდებოდა, მასსა და ტრამპს შორის სიტყვიერი დუელი დაიწყო. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ […]
დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ძლიერი გამარჯვებით დასრულდება – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა […]
„ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა გაუგებარია, იმიტომ, რომ ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით ჩვენ არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინ ვართ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, თუ ვინმეს საქართველოსთან ურთიერთობის გარკვევა სურს, დახედოს რუკას, შუა დერეფანს, რომელიც ჩინეთიდან იწყება და ევროკავშირში საქართველოს გავლით სრულდება. […]
მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნვს, რომ ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. „სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები […]
თურქეთის გაზეთ „ევრენსელში“ (Evrensel) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ის, ვინც უკრაინაში „მშვიდობაზე“ ლაპარაკობს, ომს აღვივებს“ (ავტორი – იუჯელ ოზდემირი). „უკვე ახლავე ჩანს, რომ შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც 15-16 ივნისს უნდა ჩატარდეს, ომის გრძელვადიანი შეწყვეტისა და დასრულების საკითხში ვერანაირ ქმედით დადგენილებას ვერ მიიღებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს: რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების არავითარი ნიშან-წყალი არ […]
აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკელ დიპლომატთან და პოლიტოლოგთან მაიკლ მაკფოლთან, სათაურით „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა შეუერთდეს სახელმწიფოთა მშვიდობიან საზოგადოებას, რატომ ამბობენ უარს ამაზე?“. გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს: მაიკლ მაკფოლი რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი სწორედ მაშინ იყო, 2012 წელს, როცა მოსკოვმა უცხოეთის აგენტების კანონი მიიღო. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, […]
„თბილისის ტექნოკლუბი „ბასიანი“ მსგავს კლუბებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამჟამად კლუბის კოლექტივი მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს, რომლებიც „უცხოური აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარეობს“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „ტაგესშპიგელის“ (Der Tagespiegel) პუბლიკაციაში, სათაურით: „ტექნოპროტესტი თბილისში: „ზოგიერთებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ისინი ლოზუნგებს სკანდირებდნენ“, რომელშიც ჟურნალისტი ნიკოლას პოტერი „ბასიანის“ აქტივისტს გიორგი კიკონიშვილს […]
„ისინი პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და „სიხარულის ოდას“ – ევროპის ჰიმნს – ასრულებენ. საქართველოში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანი ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მათი პროტესტი ძალიან ჰგავს უკრაინულ მაიდანს. ქართველები საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან“, – ნათქვამია ავსტრიული ჟურნალის „პროფილის“ (Profil) 20-25 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით „კოშმარი საქართველოში“ […]
ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და […]