1. Home
  2. სხვა
  3. 28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
0

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

85
0

ვერძი

ამ დღეს შეგიძლიათ ადამიანების განწყობა სიტყვის უთქმელად იგრძნოთ და თქვენ გარშემო არსებულ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე გავლენა იქონიოთ. წარსულში მომხდარი რაღაც მოვლენის გამო შეიძლება ოჯახში კრიტიკის მოსმენა მოგიწიოთ. ნუ ინერვიულებთ, ხვალ ამის შესახებ არავის ემახსოვრება.

კურო

გირჩევთ კოლეგებთან კამათს და დაპირისპირებას მოერიდოთ. ჯერჯერობით ცვლილებების დრო არ დამდგარა, ამიტომ კარგად გამოცდილი ხერხები უნდა გამოიყენოთ და ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ. მგზავრობა იმედებს გაგიცრუებთ, ამიტომ უმჯობესია, დღე სახლში, მშვიდად გაატაროთ.

ტყუპები

მოემზადეთ ფინანსური თუ მატერიალური საკითხების განხილვისთვის, ასევე, კომპენსაციისა თუ გადახდების შესახებ დისკუსიებში მონაწილეობისთვის. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ უფრო დამთმობი და ლმობიერი იყოთ. განწყობის გასაუმჯობესებლად გირჩევთ, რამე გემრიელი მოამზადოთ ან შეიძინოთ.

კირჩხიბი

სურვილის მიუხედავად, ამ დღეს რთული ან უსიამოვნო საკითხების განხილვას ვერ აიცილებთ, მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახთან და, საჭიროების შემთხვევაში, ადვოკატებთან საუბარი სამომავლოდ არ გადადოთ. ამით სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. საყვარელი საქმე სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ლომი

თუ ეს შესაძლებელია, ყველა შეხვედრა და მოლაპარაკება გადადეთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან – ეს დღე მარტოობასა და სიჩუმეში მუშაობისთვის შესაფერისია. უმჯობესია, ნაკლები იაქტიუროთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება.

ქალწული

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გაგიჭირდებათ, ამიტომ თუ შესაძლებელია, ეს საქმიანობა სამომავლოდ გადადეთ, ახლა კი ინდივიდუალურად იმუშავეთ. იგივე რჩევა პირად ურთიერთობებსაც ეხება. საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან უწყინარი საუბარი შესაძლოა ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ.

სასწორი

მოემზადეთ იმისთვის, რომ კოლეგები ან პარტნიორები თქვენი საქმიანობის კრიტიკას და უკმაყოფილების გამოხატვას დაიწყებენ. უმჯობესია შეხვედრები და დოკუმენტებზე ხელმოწერა რამდენიმე დღით გადადოთ. შესაძლოა, წარსულის ნეგატიურმა მოვლენებმა გავლენა მოახდინოს იმაზე, რაც თქვენს თავს ხდება.

მორიელი

გირჩევთ, გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მშვიდად მიჰყვეთ. ამ დღეს ბედთან კამათი სრული უაზრობაა. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში გეგმას რამდენჯერმე შეცვლით. ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის განიშნებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

ემოციურად რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, ბნელი ფიქრები მოიშოროთ და მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განეწყოთ. წინ რთული, უსიამოვნო საუბარი გელით, რომელსაც დიდი სურვილის მიუხედავად, თავიდან ვერ აიცილებთ. მოერიდეთ სტრესის ალკოჰოლით ან ტკბილეულით მოხსნას. უმჯობესია ვარჯიშს მიმართოთ.

თხის რქა

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს თავი ვერ შეიკავოთ და ზედმეტი თქვათ. ზოგჯერ საკუთარი პირდაპირობა და გარშემო მყოფთა მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება თავადაც გაღიზიანებთ. უმჯობესია, საქმიანი შეხვედრები გააუქმოთ ან სამომავლოდ გადაიტანოთ. საღამოს ემოციური ფონი შემცირდება და ურთიერთობა გაცილებით ადვილი გახდება.

მერწყული

დილლიდან მოწყენილობას ებრძვით და ცდილობთ, უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას თავი დააღწიოთ. გირჩევთ საქმიან შეხვედრებსაც თავი აარიდოთ, რადგან შეიძლება ისეთი რამ თქვათ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – გამორიცხული არ არის, რომ ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ.

თევზები

პირად თუ სამსახურებრივ პრობლემას უფრო მარტივად გაუმკლავდებით, თუ პრობლემის მიზეზს საკუთარ თავში იპოვით. შინაგანი ჰარმონია რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ. მარტოხელა თევზებს რომანტიკული ნაცნობობა ელით – ის ხანმოკლეც რომ იყოს, თქვენს გულში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.