საქართველო ისტორიულად დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემაში Leaders Talk-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო ქმნიან ძალიან საინტერესო […]
საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით საქართველოს შეუძლია, კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან. „2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის […]
6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის თავში აღმოცენებულს არ ჰგავს და ინტერნაციონალური ნააზრევის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გეგმავდნენ პოლიტიკური ველის გადატვირთვას, პოლიტიკური ცენტრის ისევ სააკაშვილთან დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი კიდევ უფრო აგრესიული იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ […]
სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის […]
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Tal-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ჩინეთის მხრიდან და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი […]
ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ 2022 წელს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა, რომელიც უარყოფილ იქნა. „კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლამ მოგვიწია. ასევე, ეს […]
ევროკომისია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მედიაში გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ 2024 წლის ივნისში მათ უკვე ჰქონდთა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე “ჩვენ ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას. ამ დროისთვის უკვე მიჩვეულები ვართ საინფორმაციო პროპაგანდას ხელისუფლების მხრიდან, […]
პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. „მაკა ბოჭორიშვილმა ჩინელ კოლეგას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვევისა და მაღალი დონის მასპინძლობისათვის მადლობა […]
ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. უკრაინა ახლა განადგურებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება დონალდ ტრამპს, როდესაც ის ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა. „ტრამპი ამბობს, რომ მისი […]
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. „არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა. მაგალითად, სულ […]