2024 ან 2020 წლის არჩევნები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ საზღვარგარეთ დაფიქსირებულ ხმებს საერთო შედეგებზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველანაირი მითითება, რომელი პარტიის მხარდამჭერები ცხოვრობენ საზღვარგარეთ, თითიდან გამოწოვილი სპეკულაციაა. „ის, რომ უცხოეთში მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ცხოვრობენ და ამიტომ ამომრჩეველს ხმის მიცემის […]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება. როგორც პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. „მეორე ბლოკი ეხება იმ ინსტიტუციური მოდელების გადახედვასა და კონსოლიდაციას, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად ან გარედან თავს მოხვეული მოდელების სახით. ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და […]
საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. მისივე თქმით, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებულია რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდება. პაპუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს. „საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2006 წლის ნოემბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური […]
მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია. „რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ […]
დაზარალებული ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ „ჩვენ ვიდექით ისეთ ადგილზე, საიდანაც ვიღებდით და პირდაპირ დამიზნებით ხდებოდა ჩვენი მიმართულებით სროლა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” „ხალხის ძალის” ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა გიორგი გახარიასა და 2019 წლის 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ ყველაფერს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც გაკეთდა შინაგან […]
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო იმსჯელებს და განაჩენს ვერავინ დაემალება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა აგენტურითაა გაჯერებული. „პროკურატურამ გიორგი გახარიას ოფიციალურად ბრალი წარუდგინა და, ჰოი, საოცრებავ, ჩვენს გახარიას, რომელიც პატრიოტი კაცი იყო, აგერ, უცხოეთი ასაქმებს თავის სტრუქტურებში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ […]
გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ, „ტვ პირველმა”, მაყურებელს მორიგი სიცრუე, ფეიკნიუსი შესთავაზა, მთელი დღის მანძილზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა, დაანგრია და გაანადგურა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ „შემოაგდო თემა”, მერიის მიერ გაკეთებული განცხადება კი არ გააშუქა. კალაძის განმარტებით, საპატრიარქოსა და თბილისის მერიას […]
„კოალიცია ცვლილებისთვის” ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე. „ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს და პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მთავრობებსა და პარლამენტებს, ძვირფასო საქართველოს მეგობრებო, ჩვენ, პროევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი […]
„თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და ეს არ ხდება გარეშე პირების ჩარევის შედეგად. „ამ ადამიანებს თავიანთი […]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკავშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და სთხოვს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში ჩასვას. სააკაშვილის შესაბამისი მიმართვა მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ვცდილობ, ჩემი კითხვებით არ შეგაწუხოთ, რადგან ისედაც ბევრი სამუშაო გაქვთ. მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ვგრძნობ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უმაღლესი რადას, თქვენი ადმინისტრაციისა და ადამიანის უფლებათა კომისრის მხრიდან […]