ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. მისივე თქმით, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა გერად და ეს უნდა შეიცვალოს. „მარტივად შეგვიძლია, ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, დისციპლინები, რომლებიც თავის დროზე იყო წარმოდგენილი […]
ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს, თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი. „მე მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა, არა როგორც ასეთი პოლიტიკური პარტია, […]
მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია საქართველოში 2024 წლის არჩევნებში. „მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში […]
დებატები უნდა იყოს თუ არა ევროპულ კურსზე, ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოზიციაა. დებატები კი, იმისთვის არსებობს, რომ ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლება, დებატების რომელიმე მხარისთვის იყოს საინტერესო, მსჯელობა გაიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, დებატები განსხვავებულ აზრთა ჭიდილს გულისხმობს. „ევროპულ კურსის შესახებ საკითხი თუ რომელიმე დებატის ფორმატში იქნება […]
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მილანში იმყოფება, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს […]
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე „ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი გვარაკიძემ ირაკლი ყანდაშვილს „ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა და „ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარემ საქართველოს პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს, მათ შორის ადვოკატებსა და პროკურორებს შორის პროფესიული პრაქტიკის გაზიარებასა და […]
საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას ვიდრე თავს არ დავაღწევთ, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია. მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოუწოდებენ ტელეკომპანია „იმედს” და „რუსთავი 2″-ს, უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. „ბოლო […]
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონსა და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს. […]
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს – დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასსა და სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა […]
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს დებატებთან დაკავშირებით განუცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას. „ხელოვნურად იყო დალაგებული პოლარიზაცია, ხელოვნურად იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება. ამას ხელს უწყობდა კონკრეტული მედიასაშუალებების […]