ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი მოკალათებული არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში, საერთოდ არ აწუხებთ, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სიმონ ჯანაშიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ […]
მე პირადად ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ახალაიას თქმით, თავისუფლების მოსაპოვებლად ეს არის ერთადერთი გზა. „ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების ლეგიტიმური უფლება. ჩვენ შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ვალდებულება, […]
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერს კითხვა დაუსვეს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, „სისხლის სამართლის კოდექსს” ემატება ახალი მუხლი სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ”. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს […]
ყველამ დაინახა, რომ „ბიბისიზე“ გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას „კამიტთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საიას სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბიბისიმ“. „ყველამ დაინახა, […]
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაშიც საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიომ უფრო დროული და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც ირანის, ასევე რუსეთის რეჟიმების წინააღმდეგ. „დღეს ირანელები მსოფლიოსგან ელოდებიან იმას, რასაც ჩვენ ველოდებოდით […]
ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ესტონეთის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აკრძალული გზებით ფულის შემოტანის მცდელობას გულისხმობს. „სულ მცირე, ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი და ამის ნათელი გამოხატულებაა მათ მიერ […]
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს. „კონგრესმენი ჰამადე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტების წევრია. კონგრესში არჩევამდე იგი არიზონას შტატში პროკურორის […]
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული საქართველოს პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს არის სამარცხვინო, მდაბიო ქცევა, რაც საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობას აზიანებს. „გერმანიის ელჩი ბოლო ინტერვიუში, ჩემი აღქმით, საკმაოდ ყალბად, თითქოს წუხილს გამოხატავდა, რომ საქართველოსა და გერმანიას […]
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „ნეტგაზეთს” განუცხადეს. „ნეტგაზეთის” ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. „ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს […]
“ასეთი სახის გადაწყვეტილებები, რასაც დღეს მხოლოდ საქართველოში ვხედავთ იშვიათად მიიღება “ჰაერიდან”. ჩვეულებრივ, მათ უკან დგას კონკრეტული ინტერესები და ლობირება. როცა გადაწყვეტილების ლოგიკა ეკონომიკურ რეალობას ეწინააღმდეგება, კითხვები თავისით ჩნდება. როდესაც მსგავსი შეზღუდვები იქმნება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – ეს მართლა სისტემის ეფექტიანობისთვის კეთდება, თუ კონკრეტული ინტერესების დასაცავად? კითხვა რიტორიკულია, რადგან ავტორიტარულ სისტემაში ხშირად ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთშია […]