სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანიდან საქართველომ ერთი წლით გადაიბარა. მათივე ინფორმაციით, 3 მარტს, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომაში, ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის შეხვედრაზე. როგორც კომიტეტზე […]
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აკრძალვა შეეხება საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულის. ესტონეთში შესვლა აეკრძალა აგრეთვე ყოფილ დეპუტატს ბექა ოდიშარიას. გარდა დეპუტატებისა, ესტონეთმა […]
სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება – წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მედია საკითხის გაშუქებისას არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ […]
თბილისის მერი კახა კალაძე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში ჩატარდება. „ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100 %-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს […]
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ არ ესმით, რითი თამაშობენ, რას რისკავენ“. „ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება […]
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. „სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო […]
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის Truth Social-ზე გამოაქვეყნა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის, მაიკლ მაკკუნის მოსაზრება, სადაც ნათქვამია, რომ „ზელენსკის სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ უკან დაიხიოს და მიიღოს ტრამპის პირობები“. „ახლა ზელენსკის სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ უკან დაიხიოს და მიიღოს ტრამპის პირობები, მაგრამ აი, გენიალური ნაწილი – ტრამპი რეალურად იცავს უკრაინას აშშ-ის […]
ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მას განუცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ერთი წელი უნდა გაგრძელდეს. „თუ მოლაპარაკებები არ იქნება, რა არის ალტერნატივა? ომის კიდევ ოთხი წელი? ომის კიდევ სამი წელი? ომი, რომელზეც აშშ და ევროპა გააგრძელებენ მილიარდობით დოლარის დახარჯვას? ეს არის ალტერნატივა?“ – აღნიშნა […]
ევროპის ლიდერები ვერ ხვდებიან, რომ ამერიკაში, ჩინეთსა და ზოგადად მსოფლიოში შეიცვალა რეალობა. ფაქტობრივად, მათ მუსიკა გამოურთეს და ცეკვას მაინც აგრძელებენ, – განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ რუსეთ-უკრაინის ომსა და და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. „ასე ჩანს, რომ ისინი ტრამპს დაარტყამენ საქართველოში. საქართველოზეც შეეცდებიან მოიტანონ იერიში იმიტომ, რომ დაამარცხონ ტრამპი, რადგან ერთი იდეოლოგიური პლატფორმაა, […]
დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ, – განაცხადა ლონდონში გამართული თავდაცვის სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. ინფორმაციას სამიტის სედეგების შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლიდერები ახლო მომავალში კვლავ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა „მოქმედებების ტემპი შეინარჩუნონ“ და და საერთო გეგმაზე მუშაობა გააგრძელონ. „დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ. დღეს ზედმეტი საუბრების დრო არ არის – […]