გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ არიან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის წინაშე. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლასთან […]
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და კიევი ძალიან მალე დადებენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შემოსავლების განაწილების შესახებ შეთანხმებას. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასთან განიხილავს ამერიკული კომპანიების მიერ უკრაინის ელექტროსადგურების მფლობელობის შესაძლებლობას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ელექტროსადგურებზეა საუბარი. „ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიაზე. ვსაუბრობთ გამყოფ ხაზებზე, ვსაუბრობთ ელექტროსადგურების მფლობელობაზე. ზოგიერთი ამბობს, რომ […]
თბილისის მერმა და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ “ღამის კურიერის” ეთერში, საქართველოს ნაკრებს სომხეთის ნაკრებთან გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა. “მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ჩვენს ბიჭებს მინდა მივულოცო საოცარი გამარჯვება და საოცარი თამაში. ორივე შეხვედრაში გუნდმა აჩვენა მაღალი კლასი და ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა თითოეული ფეხბურთელის, მწვრთნელის, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის. ასევე, […]
ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მან კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, საქართველოს მიმართ თქვენი პოზიციის გამო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებშიც და, […]
ყველას კარგად გვახსოვს, ღამის საათებში, როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება და მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში არ ყოფილან, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი,- ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძისა და და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას. კალაძის თქმით, ყველას კარგად […]
თბილისის მერის განცხადებით, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ბოლო წლების განმავლობაში თბილისი ვითარდება და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მათ ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან, განწირულები არიან მარცხისთვის. […]
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი დავალება აქვთ მიღებული, ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს კვლავ „რუსულ კანონი“ რომ უწოდონ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „დათბა დღეს… ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – FARA-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! არ იქნება სამართალი? არ […]
რას ფიქრობთ, რომ ესტონეთში რეგისტრირებული ქალბატონი ეკა გიგაურის ორგანიზაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა?! – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რეგისტრირებულია ესტონეთში. თქვენი აზრით, ვისი ინტერესების გამტარებელია?! რას ფიქრობთ, რომ ესტონეთში რეგისტრირებული ქალბატონი ეკა გიგაურის ორგანიზაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა?! საკითხი არის მარტივად – ჩვენს მოქმედ „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ჰქონდა შემდეგი კრიტერიუმი – 20%-ზე მეტ […]
ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! – ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიის რეგიონში გამგზავრებას გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, საქართველო არის არჩევანის წინაშე – „დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!“ „საქართველო არჩევანის წინაშეა – დარჩეს ივანიშვილის […]
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დღეს უნგრეთს ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. ასევე, პიტერ სიიარტოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის „ელჩების კონფერენციაში”, სადაც კოლეგასთან ერთად ჩაერთვება პანელურ დისკუსიაში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი საჯარო ლექციას გამართავს უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრება. კოლეგასთან შეხვედრის […]