მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა. ზაზა გოგავამ უპასუხა კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის კითხვას, ეთანხმება თუ არა […]
პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „2008 წელს პარტნიორები […]
„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი და როდესაც მსგავსი სიმახინჯე გებრძვის, ამაყი უნდა იყო. „როდესაც უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. „დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია. მათი მთავარი სურვილი იყო […]
დაგვიანებამ, რასაკვირველია უზარმაზარი ტრაგედია გამოიწვია. [8 აგვისტოს] დილის 7 საათზე უკვე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. შუადღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ იყო დაწყებული. ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედებები. ჟურნალისტები ჩემთანაც იყვნენ ტყვიავში მოსულები, ისინი მე არ შემოვუშვი, – განაცხადა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, […]
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არგამოცხადება კანონის დარღვევა და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაა. მახაშვილის თქმით, კომისია ცდილობს, წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან არსებულ კითხვებს ნათელი მოჰფინოს. „არაერთხელ ვთქვით, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა პრინციპის ამბავი არ არის, კომისია ცდილობს, ნათელი მოჰფინოს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში ამდენი […]
„ევროპა მტკიცედ აცხადებს სამხედრო ხარჯების ზრდას, მაგრამ ევროპული ერთიანობა მტკიცე არ არის, უთანხმოების ბზარი მაინც რჩება“ – ასეთი სათაურითაა გამოქვეყნებული აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) სტატია, რომლის ავტორები არიან სტივენ ერლანგერი და ჟანა სმიალეკი. პუბლიკაციაში განხილულია ევროპული ქვეყნების ძალისხმევა უკრაინისადმი დახმარებაში აშშ-ის ჩანაცვლების მიზნით, რომელიც არცთუ საიმედოდ გამოიყურება. ევროპელი ლიდერები მძიმე რეალობის […]
მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „ხაზი გავუსვი, რომ ეკონომიკური განვითარება ჩვენი წარმოდგენით, არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი. მთელი ყურადღება რა თქმა უნდა, მიპყრობილია იმისკენ, რომ ბიზნესს ჰქონდეს დოვლათის შექმნისა […]
საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს (2,15 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. “დღეს შემიძლია გამოვაცხადო 2 მილიარდი ევროს დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის“, – განაცხადა მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზში. მაკრონმა დასძინა, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები არის ახალი სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც კიევს […]
“კოალიცია ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. როგორც გეგელიამ “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, მათთვის პატრიოტიზმი უფრო მნიშვნელოვანია. ვიდრე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. “ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ არმისვლა ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე შეიცავდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მაგრამ, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა არის […]
ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის, – ამის შესახებ „როიტერი“ ვრცელ სტატიას ავრცელებს. როგორც ცნობილია, ევროპაში სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, ალტერნატიული გზის მოძებნა საჭირო გახდა იმიტომ, რომ არსებობს პოლიტიკური და ლოგისტიკური შეზღუდვები, აგრეთვე რუსეთისა და შეერთებული შტატების მოსალოდნელი წინააღმდეგობა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონი და პარიზი რამდენიმე კვირაა, გეგმაზე მუშაობენ, რომელიც ითვალისწინებს […]