აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველის განცხადებით, 50-ზე მეტი ქვეყანა თეთრ სახლს სავაჭრო მოლაპარაკებების დასაწყებად დაუკავშირდა. „პრეზიდენტის მიზანი არ არის ბაზრის ჩამოშლა. მისი მიზანია ამერიკელი მუშაკებისთვის უკეთესი პირობები. ეს არის სტრატეგია ამერიკაში მუშათა კლასისთვის ოქროს ხანის შესაქმნელად. ეს არის ჩვენი სტრატეგია“, – განაცხადა კევინ ჰასეტმა ABC News-თან ინტერვიუში. ტრამპის ეკონომიკური მრჩევლის თქმით, ტარიფების დაწესების შემდეგ მრეწველობისა […]
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ბელგიის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველო ევროკავშირისგან ითხოვს ერთადერთ რამეს: ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაშია საქართველო და ისეთი რაღაც არ უნდა მოითხოვონ, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იქნება. ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე არცერთი კრიტიკული განცხადება არ […]
„სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით და როგორ გააუბედურა მაშინდელი საშუალო ასაკის ადამიანების ცხოვრება და ოჯახები, ახალგაზრდების ცხოვრება, არასრულწლოვანების ცხოვრება“, – ამის შესახებ გადაცემა „იმედის კვირაში“-ში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო […]
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „წლევანდელი გენერალური დებატების თემაზე: „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“, შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შალვა პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში.“ […]
ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის დროს ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და დელეგაციასთან შეხვედრა გვქონდა. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მქონდა მასთან შეხვედრის, ჩვენ […]
“საფონდო ბირჟის კრახი ხდება მაშინ, როდესაც აქციების ფასები მოულოდნელად ეცემა გლობალური პრობლემების, ფინანსური არასტაბილურობის ან ინვესტორების პანიკის გამო. აშშ-ის აქციები ეცემა სავაჭრო ომის შიშით ტრამპის ახალი ტარიფების გამო”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ყოვლისმომცველი ტარიფები იმპორტირებულ საქონელზე, უფრო მაღალი და ფართოა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. […]
იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება გრანტი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. „ალბათ, დიდი ბრიტანეთი პირველი მერცხალია. ალბათ, მალე, სხვებიც გამოჩნდებიან, რომლებიც მიხვდებიან, რომ საქართველოში შემდეგი არჩევნები რომელიც ჩატარდება, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და აქედან გამომდინარე, ყველა უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. არ ვიცი, ეს […]
უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი კულება სოციალურ ქსელში წერს. „დაზარალებულებისა და მათი ოჯახების სოლიდარობის ნიშნად ხვალ გამოცხადდება გლოვის დღე. კიევიდან ოდესამდე, კრამატორსკიდან უჟგოროდამდე – ქალაქებში დროშები დაშვებული იქნება და სიჩუმე იქნება“, -წერს კულება. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს რუსეთმა იერიში მიიტანა კრივოი როგზე. თავდასხმის შედეგად, 18 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაც ცხრა […]
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ნულოვან ტარიფებს იმედოვნებს. „იმედი მაქვს, შეთანხმდებიან, რომ როგორც ევროპა, ისე შეერთებული შტატები, იდეალურ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე, რაც ფაქტობრივად შექმნის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის,“ – თქვა მასკმა იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისთან დისკუსიის დროს. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა […]
ჩვენთვის, გარკვეულწილად, საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც […]