ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუხრაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გიორგი ბუხრაშვილს ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გიორგი ბუხრაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა. […]
საქართველოს საპატრიარქო პაატა ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. „6 აპრილს, ბატონმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს […]
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას. როგორც მამუკა მდინარაძე წერს, უცხოეთის აგენტურისთვის რაც ცუდია, საქართველოსთვის – კარგია. „მარტივი და უტყუარი ტესტი – ის, რაც ცუდია ამ ხალხისთვის (უცხოეთის აგენტურისთვის), კარგია საქართველოსთვის!“, – წერს მამუკა მდინარაძე. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს, დაჩქარებული […]
ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით, არც კაია კალასს და არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს და იცავს ქვეყნის ინტერესებს. „ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ […]
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არანაირი სხვა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციითაა გაწერილი. „არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს […]
„გრანტების შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, რაიმე კონკრეტული გრანტის „ენჯეოსთვის“ გაცემამდე, ჯერ მთავრობას აუხსნას და დაუსაბუთოს, რისთვისაა გამოყოფილი ეს გრანტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ჩანს, თუ როგორ აქტიურად არიან ჩარეული „მდიდარი ენჯეოები“ პოლიტიკური პროცესების წარმართვაში, რევოლუციების დაგეგმვაში და ა.შ. „ჩვენ ვაკვირდებით […]
ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები და შემდეგ უკვე [ბიძინა ივანიშვილი] დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია , – ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვას: „როგორ შეაფასებდით სამთავრობო ცვლილებებს და რამდენად შესაძლებელია კიდევ ველოდოთ არაერთ ცვლილებას“. კახი […]
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელზეც 8 აპრილს არის დაბარებული, მისვლას არ აპირებს. ნიკა გვარამიას თქმით, საკითხს არც განიხილავს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს. გვარამიას განცხადებით, საკითხი საერთოდ არ აღელვებს, მითუმეტეს, რომ „მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ“. „არავითარ შემთხვევაში, ხვალ, არანაირ კომისიაზე არ მივალ, საერთოდ, არც განვიხილავ ამ მომენტს, ნებისმიერი […]
ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, „დღის ამბებში“. ნიკა ობოლაძის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით [ოპოზიციურ] პარტიებს პოზიცია არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ „მისცა ტონი ამ ყველაფერს“. „ის, რომ […]