აშშ-ის პრეზიდენტის წერილი კარგი პირველი ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს ამერიკის ახალ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით უნდა გამოიხატოს. „წერილს არც გავაზვიადებდი და არც დავაკნინებდი. არ დავაკნინებდი, რადგან ეს ცალსახად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. იმედი გვაქვს, […]
„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 100%-იდან 61%-იანი შეფასება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მე-12 ადგილზე გავიდა გამჭვირვალობის კუთხით, 27-ე ადგილი დაიკავა სასამართლო სისტემის ხარისხით, 25-ე ადგილზე გავიდა ბიუროკრატიის ხარისხით, ხოლო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მეოთხე ადგილი დაიკავა. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, აღნიშნული კვლევა […]
სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა […]
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, – წერს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური მიმართვაში, რომელიც თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 […]
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური მიმართვას ავრცელებს: „საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი […]
ჩემი გადმოსახედიდან, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, იქნება თუ არა მოქმედი მერი მმართველი გუნდის კანდიდატი დედაქალაქში. კობახიძის თქმით, ეს არის მისი პოზიცია და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. „მიწევს შედარებით ირიბი განცხადების […]
ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილს მიესალმება „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გზავნილში ნათლად ჩანს განწყობა, რაც ქვეყნებს შორის დადებითი მიმართულებით, ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა უნდა გახდეს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეს გზავნილი მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან. “ეს არის მნიშვნელოვანი […]
დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული იმ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. არ დავუშვებთ არავითარ პრინციპულ კომპრომისებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რთული […]
ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა გასცა, რომ ის დაამარცხებდა „დიფ სთეითს” და, შესაბამისად, აშშ-ს დაუბრუნებდა სუვერენიტეტს, ამას ველოდებით სრული მოთმინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ფასი აქვს მხოლოდ დამოუკიდებელ და სუვერენულ შეერთებულ შტატებს. კითხვაზე, რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონის საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გზავნილს შეეხებოდა, […]
ჩვენი გუნდის განზრახვაა, რომ საგამოძიებო კომისიის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისხლიანმა რეჟიმმა ცხრა წლის განმავლობაში […]