საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. „აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შევხვდი. შეხვედრისას საუბარი შეეხო […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს […]
საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორ სტივ დეინსი ჩამოვიდა. როგორც საელჩო აღნიშნავს, დეინსი მოუთმენლად ელოდება საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს. სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელოდება მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. […]
ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა […]
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველო“ თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს. „რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც […]
მაგალითად, პოლონეთის სტატისტიკა რომ ავიღოთ, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადებებს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას. „აქ სტატისტიკაა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. როდესაც 33 000-ზე მეტი მოქალაქე […]
გიორგი ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე ბაჩიაშვილს ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა და შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. „თქვენ გახსოვთ, მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი […]
ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, […]
საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან აქტივობა სოციალურ ქსელებში. „საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა, შეიძლება, აეკრძალოს საქართველოს ბინადრობის მოქმედი ნებართვის მფლობელსაც კი. მოგზაურებს ვთხოვთ, მოგზაურობის წინ შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნის, […]
კანონს როცა უხეშად არღვევ და გირაოს არ იხდი, მზად უნდა იყო, რომ პასუხისმგებლობა აიღო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მახაშვილის თქმით, „ნიკა მელია კარგად აცნობიერებს იმ ფასს, რაც შეიძლება, მოჰყვეს მის პოლიტიკურ თამაშებს“. „პროკურატურა რას მოითხოვს და სასამართლოს როგორი გადაწყვეტილება ექნება, ამის თქმა წინასწარ გამიჭირდება, როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, […]