დღეს ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს. აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და წლიდან წლამდე ღრმავდება, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ განაცხადა. აღნიშნული განცხადება მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის საელჩოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე გააკეთა. „ჩვენ ვზეიმობთ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც იტალია გახდა რესპუბლიკა მეორე მსოფლიო ომის […]
ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი. „მინდა, გამოვეხმაურო „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, […]
ჭეშმარიტება ყოველთვის არის რაღაც პრინციპი, სტანდარტი და კონკრეტული მოცემულობა. ადამიანები ვერასდროს ვერ იქნებიან ამ ჭეშმარიტების მთავარი ფიგურანტები. მარტა კოსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რომლებთან მიმართებითაც არაერთხელ მოგვისმენია უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები და კრიტიკა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპელი ლიდერების განცხადებებზე საუბრისას. „ეს ყველაფერი დროებითია და ეს ადამიანები იცვლებიან, თუმცა არ შეიცვლება ის […]
სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ყველაფერზე, რასაც ვხედავთ საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ამასთან, რასა იუკნევიჩიემ აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი არჩევნები, სანქციები და […]
რა უნდა ვთქვა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით? რასაც ვისმენთ, ამას ხომ გეუბნებოდით: უპრინციპოები, უთავმოყვარეოები, მრავალნაირი სტანდარტის მქონენი – ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს – ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის […]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერისგან მიიღო წერილი, რომელშიც გამოთქმულია წუხილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიზისიდან […]
საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. „თუკი პირი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მხოლოდ ძირითად სამსახურთან მოუცდენლად შეეძლება იყოს მრჩეველი. ასევე შედის მეორე ცვლილება, რომ საჯარო სამსახურში ერთზე მეტი ანაზღაურებადი სამსახურის არსებობა დაუშვებელი იქნება. კონკრეტული […]
“საქართველო ნათელი მაგალითია, იმისა რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მიღებული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს. “საქართველო ნათელი მაგალითია, იმისა რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს. როცა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას დავიწყებთ, ეს […]
რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ, ანუ წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხვიჩია წერს, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. „იმ დროს, როცა ხაბე მამუკას და გიორგის ე.წ. პროსტიტუტებს ეძახის, რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს […]
ჩვენ ვაინიცირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალურ პროგრამას, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს. „არაერთი ობიექტია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლებს აქვთ, მაგალითად სპორტული […]