რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, მზად არის პირდაპირ ეთერში დაასაბუთოს, რატომ აზიანებს „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა. „მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო […]
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავს იკავებს ჩინეთზე ზეწოლისგან, რათა პეკინმა შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, დონალდ ტრამპი ორიენტირებულია სხვა საკითხებზე თავის გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ურთიერთობებში. აღინიშნება, რომ ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან ორმხრივ პრობლემებზეა ორიენტირებული. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში ომი აშშ-ისთვის სულ უფრო ნაკლებ […]
საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. „არც ანა დოლიძისთვის არის დიდი დანაკარგი, თუ „ლელოს“ სივრცეში აღარ იმოძრავებს და არც „ლელოსთვის“ არის დიდი დანაკარგი, თუ ანა დოლიძე მის რიგებში არ იქნება. ზოგადად, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, თუ „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად ან […]
ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია კატეგორიული იყო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო დღეებში გარედან სხვა დავალება მიიღეს და დამოკიდებულებაც შეიცვალეს. „რამდენიმე თვის უკან ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ – საუბრობდნენ, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის […]
საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, რისთვისაც მზაობა ორმხრივი უნდა იყოს. „საოცარი წასვლა იყო. ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენთვის მთავარია […]
თავგამოდებით ვიცავთ მშვიდობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის შეფასებისას განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია საქართველოს როლზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების პროცესში, რეგიონში მშვიდობა სხვა მნიშვნელობას იძენს. „ჩვენი დედაქალაქი საკმაოდ ბევრ სტუმარს […]
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელსა და საქართველოს, საუკუნეებია, განსაკუთრებული კავშირები აქვთ, რაც საერთო ღირებულებებსა და ღრმა ისტორიულ კავშირებს ეფუძნება. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გულთბილად ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ისრაელსა და საქართველოს, საუკუნეებია, […]
ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც დღეს ჩემგან სიცხადეს მოითხოვს. როცა ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე და პოლიტიკურ განვითარებებზე, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ. რადგან მსჯელობა დაწყებულია, საჭიროა, მეც ვთქვა ჩემი სათქმელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი მისთვის გასაკვირი და გაუგებარია. „ამ შემთხვევაში არ […]
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ გახსნეს. მათ საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ […]
რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა […]