ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და […]
შარშან, საანგარიშო პერიოდში როცა იყო დეპუტატების, მინისტრების საკუთრების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევები, თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? რაც უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, როგორმე დაიჯერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო […]
ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ქვეყნების ჯარების მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად. „რამდენიმე წლის წინ თითოეული პოზიტიური განცხადება გვიხაროდა და თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ სენსიტიურები […]
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტების ავტორებისთვის, ომი მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი. „მინდა ვისაუბრო იმ კლასიკურ ორმაგ სტანდარტებზე, რასაც გარკვეული აქტორები საქართველოში უკვე წლებია იყენებენ. თურმე, აქ პოლიციელისთვის ცეცხლის წაკიდება, შენობის გადაწვა და მასში შეჭრა შეიძლება, დასავლეთში კი – არა. თურმე, ქველმოქმედება სანქცირებადია. ამ დროს კი, […]
თქვენ ფიქრობთ, რომ მილიონნახევრიანი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა არის ჩამოქვეითება?! მთელი ესტონეთია მილიონ სამასი ათასი და ვაჟა სირაძე არის მილიონნახევრიანი, ესტონეთზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსი, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძის დანიშვნის შესახებ. „ჩვენ გვყავს ახალი შს მინისტრი, არის თუ არა ამაში ლოგიკა, რომ […]
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე პრეზიდენტს ხატია წილოსანის კანდიდატურა წარედგინა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია […]
„დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეროვნული გვარდია გავგზავნეთ კალიფორნიაში“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში. მისი თქმით, რომ არა ეს გადაწყვეტილება, ქალაქი სრულად განადგურდებოდა. „კალიფორნიაში წაქეზებული, ძალადობრივი არეულობები იყო და ეროვნული გვარდია, სწორედ, ამ ქაოსთან გასამკლავებლად გავგზავნეთ, რაც დიდებული გადაწყვეტილება იყო. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დღეს ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურებული იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, […]
როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს ადამიანს, პოლიციელს და ამერიკაში წვავს, საშინელებაა – ამაზე უფრო სერიოზული რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? ერთადერთი, იმას თუ ვიტყვით, რომ პიროტექნიკა ყველგან წვავს, ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი ამ პიროტექნიკამ ქვებთან ერთად, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მისი […]
გვინდა, წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. „პირველი საკითხი არის, ჩვენს საზოგადოებას გავრცელებული კადრებიდან თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე […]
დუმილი ყველამ ვიცით, რომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თავხედობის ნიშანია, იმიტომ, რომ ითავხედეს თავის დროზე და უმარტივესი ჭეშმარიტება გააკრიტიკეს, რომ ცუდია არაიდენტიფიცირებადი დამრღვევი, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ქართული არასამთავრობო სექტორის დუმილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ ანალოგიურ აკრძალვას საქართველოში ისინი მწვავედ […]