1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

416
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი ინფორმაციის მიღებისა და თვითგანათლებისთვის. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ცხარე და ცხიმიან კერძებს უნდა მოერიდოთ. მეგობრების დახმარებით შესაძლოა, გავლენიანი მფარველი იპოვოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

კურო

ბიზნესსაქმიანობისთვის წარმატებული დღეა. თუ ცდუნებებთან გამკლავებას და ფულის გონივრულად ხარჯვას შეძლებთ, ფინანსური პრობლემები არასოდეს შეგაწუხებთ. ეცადეთ, ამ დღეს მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ. რთული პროექტის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, დამსახურებული ჯილდო მოითხოვოთ.

ტყუპები

საყვარელ ადამიანთან მოერიდეთ ზეწოლას და უხეშობას, რომელიც საპასუხო რეაქციას გამოიწვევს. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან ხანგრძლივი და ნაყოფიერი აღმოჩნდეს. მოერიდეთ კომპიუტერთან დიდხანს ყოფნას და ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავების განლაგება დიზაინერებსა და არქიტექტორებს წარმატებას ჰპირდება.

ლომი

ეს დღე მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებაში და თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას მოერიდეთ კატეგორიულობას, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება.

ქალწული

ამ დღეს საქმიანი შეხვედრებისგან თავის შეკავება ჯობს. ნუ ინერვიულებთ, თუ ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანა – თქვენი შიში უსაფუძვლოა. მოერიდეთ კოლეგებზე უფროსობას და მათ უსაფუძვლო კრიტიკას, თორემ შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. სამთავრობო უწყებებში ვიზიტის დროს ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მორიელი

მშობლებთან და უფროს ნათესავებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ, თუმცა ეცადეთ, დაუფიქრებელი სიტყვით საყვარელ ადამიანებს გული არ ატკინოთ. სანამ მაცდურ შეთავაზებას დათანხმდებით, სასურველია, ინფორმაცია სხვადასხვა ადგილზე გადაამოწმოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალი იდეებით აგავსებთ და წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

საუკეთესო დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. დროა, სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც აქამდე უანგაროდ დაგეხმარათ. ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტის დაწყების და ავეჯის შეძენისთვის. ეცადეთ, სპორტულ დარბაზში ვიზიტის დრო გამონახოთ ან, სულ მცირე, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

თხის რქა

პლანეტების განლაგება არახელსაყრელია, ამიტომ ამ დღეს ჩვეულზე მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, იმაზეა დამოკიდებული, წარსულში როგორ მოქმედებდით.

მერწყული

ამ დღეს თქვენი აქტიურობა და ენთუზიაზმი შედეგს არ მოიტანს, ამიტომ უბრალოდ მოდუნდით და დაისვენეთ. ბევრი მერწყული საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. საღამოს რამე გემრიელი გამოაცხვეთ და სასიამოვნო სტუმრებს დაელოდეთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ კოლეგების კონფლიქტში არ ჩაერიოთ, რადგან ეს ვითარებას უფრო გაამწვავებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ ახალი საქმის დაწყება არ უნდა დაგეგმოთ.