1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, ეს მეკონტროლებინა
ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, ეს მეკონტროლებინა

ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, ეს მეკონტროლებინა

557
0

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში მიმდინარე ყრილობაზე პატიმრებს მიმართა და განაცხადა, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ისინი იმსახურებენ.

გვარამიას თქმით, ამ ქვეყანას ნებისმიერი ადამიანი უნდა უღირდეს დიდ ფასად.

„მინდა, როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა, მივმართო პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, მათ გულშემატკივრებს, ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ იმსახურებთ. მე ვარ თქვენი გულშემატკივარი ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ შემთხვევაში. მადლობა იმისთვის, რომ მხარს მიჭერდით. დიდი მადლობა ამისთვის. ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, რომ ეს მეკონტროლებია. მე მგონია, რომ ამ ქვეყანას ნებისმიერი ადამიანი უნდა უღირდეს დიდ ფასად, ნებისმიერი პატიმარი ჩვენი საზოგადოების წევრია, ჩვენ მას ველოდებით თავისუფლებაზე და მომავალი მისია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.