საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7896 ლარი ეღირება, ევრო – 2.7910 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2923 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7908 ლარი ღირდა, ევრო – 2.8084 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3074 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 აგვისტოსთვის ამოქმედდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის 6 თვის განმავლობაში, დაახლოებით 9 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს. კიევში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინელ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ, რადგან მათი მამები ფრონტზე წავიდნენ და „სავარაუდოდ, იმ 9 000 დაღუპულ გმირს შორის იყვნენ“. აღსანიშნავია, […]
“მეც ქართველი ვარ”!!! ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!!! – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ “ნაპოლიში” ჩატარებულ მატჩს. როგორც შარაძე წერს, კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უიმედობას წერტილი დაუსვა და ამისთვის მას მადლობას უხდის. “ხვიჩა კვარაცხელიამ, ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას […]
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა 1992 წელს დაბადებული რუსი ჟურნალისტის დარია დუგინას მკვლელობა. დანაშაული მომზადდა და განხორციელდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნატალია ვოვკი რუსეთში მიმდინარე […]
„დარია დუგინას მკვლელობის ჰუმანიტარული კუთხით განხილვა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ძალიანაც არა. ის ისევეა ცოდვა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც პუტინმა უკრაინის სასაკლაოზე გააგზავნა“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დარია დუგინას მკვლელობის ფაქტს პოლიტოლოგი, გია ნოდია. „დარია დუგინას მკვლელობის ჰუმანიტარული კუთხით განხილვა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ძალიანაც არა. ის ისევეა ცოდვა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც პუტინმა უკრაინის სასაკლაოზე […]
ოპოზიციისგან როცა მესმის განცხადებები, რომ სადღაც უნდა შეიჭრას, ვიღაც სკამიდან გადმოაგდოს, დივერსია მოაწყოს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანის თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიცია ყველაფერს შეგნებულად აკეთებს და ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ გაძლიერებას. ამასთან, როგორც იოსელიანი ფიქრობს, ოპოზიციიდან ვისაც მიაჩნია, რომ […]
„გაზპრომის“ განცხადების ფონზე, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთის ნაკად ერთზე სარემონტო სამუშაოების გამო მილსადენის მუშაობას აჩერებს, ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის თვის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გაზი უკვე 8 პროცენტით გაძვირდა. გერმანიაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უფრო მეტად შეუმციროს გაზის მიწოდება და მოსახლეობას კვლავ ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ წინ ძალიან კრიტიკული ზამთარი […]