1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ შეიძლება ორ სკამზე ჯდომა, თან პრივილეგიით სარგებლობდე, თან პარლამენტის ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ აყენებდე”- ლევან იოსელიანი
“არ შეიძლება ორ სკამზე ჯდომა, თან პრივილეგიით სარგებლობდე, თან პარლამენტის ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ აყენებდე”- ლევან იოსელიანი

“არ შეიძლება ორ სკამზე ჯდომა, თან პრივილეგიით სარგებლობდე, თან პარლამენტის ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ აყენებდე”- ლევან იოსელიანი

248
0

ოპოზიციისგან როცა მესმის განცხადებები, რომ სადღაც უნდა შეიჭრას, ვიღაც სკამიდან გადმოაგდოს, დივერსია მოაწყოს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიცია ყველაფერს შეგნებულად აკეთებს და ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ გაძლიერებას.

ამასთან, როგორც იოსელიანი ფიქრობს, ოპოზიციიდან ვისაც მიაჩნია, რომ ქუჩიდან მეტი პერსპექტივა აქვს, უნდა დატოვოს პარლამენტი და წარმატების მიღწევას ქუჩიდან შეეცადოს. მისივე თქმით, არ შეიძლება ორ სკამზე ჯდომა – თან პრივილეგიით სარგებლობა და თან პარლამენტის ლეგიტიმაციის კითხვის ქვეშ დაყენება.

„ოპოზიციისგან როცა მესმის ისეთი განცხადებები, რომ სადღაც უნდა შეიჭრას, ვიღაც სკამიდან გადმოაგდოს, დივერსია მოაწყოს თუ რაღაც რევოლუციურ სცენარზე საუბარი, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“ და მმართველი პარტია დგას სწორედ ასეთ რადიკალიზმზე, რითაც აშინებს ამომრჩეველს და არჩევნებში გამარჯვებას ახერხებს. მათ თუ სურთ, „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ არჩევნებშიც გაიმარჯვოს, მაშინ ასეთი ქმედება გააგრძელონ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებს და ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია, როცა რამდენიმე არჩევნები ასეთი სახის რიტორიკით და განცხადებებით წააგე, ისევ ამ გზაზე იდგე და კარგ ნიადაგს აძლევდე „ქართულ ოცნებას“, რომ ამაზე ააგოს ის რიტორიკა, რომელიც იქნება შიშზე და „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებაზე საუბარი. როგორც ვხედავთ, ეს სცენარი მუშაობს და თუ აქედან გამოსავალი გვინდა, სტრატეგიას უნდა გადახედონ – როცა რვა არჩევნები ამ სტრატეგიით წააგე, ასე გააგრძელებ, თუ არაფერს შეცვლი. ვისაც სურს, პარლამენტიდან უნდა წავიდეს. ვისაც მიაჩნია, რომ ქუჩიდან მეტი პერსპექტივა აქვს, მან უნდა დატოვოს პარლამენტი და წარმატების მიღწევას ქუჩიდან შეეცადოს. არ შეიძლება ორ სკამზე ჯდომა და ის, რომ თან პრივილეგიით სარგებლობდე და თან პარლამენტის ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ აყენებდე მაშინ, როცა ხელფასსაც იღებ, მანქანაც გემსახურება. უნდა გადაწყვიტონ, პარლამენტში რისთვის არიან – მოქალაქეების პირობები შეასრულონ და იმუშაონ, თუ იმ სცენარზე იფიქრონ, რაც არის რევოლუცია, საბოტაჟი თუ სხვა რამ. ამ სცენარში მონაწილეობას არასოდეს არ მივიღებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.