1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბენიამინ ნეთანიაჰუს გენოციდური მეთოდები ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა – რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ბენიამინ ნეთანიაჰუს გენოციდური მეთოდები ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ბენიამინ ნეთანიაჰუს გენოციდური მეთოდები ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

196
0

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გენოციდური მეთოდებით ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ღაზის სექტორი საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსი ღია ცის ქვეშ არსებული ციხე არა მხოლოდ 7 ოქტომბრის შემდეგაა, არამედ უკვე წლებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანი ნეთანიაჰუს ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს ამსგავსებს. დეკემბერში მან განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერი ჰიტლერზე უარესი იყო.