1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბელარუსი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება
ბელარუსი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება

ბელარუსი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება

419
0

ბელარუსი პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება. ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ავრცელებს.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, რუსლან კოსიგინის თქმით, „დასავლეთის პროვოკაციების“ შემთხვევაში ბელორუსის ძალები თავდაპირველად პოლონეთის ინფრასტრუქტურაზე მიიტანენ იერიშს.

„პოლონეთის ტერიტორია, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, იქცევა პოლიგონად, სადაც შეერთებული შტატები გეგმავს ევროპაში მორიგი სისხლიანი კონფლიქტის გაჩაღებას რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენი სამიზნე გახდება გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, მართვის სისტემის ელემენტები, ეროვნული შეიარაღებული ძალების მუდმივი განლაგების პუნქტები, არსენალები და ბაზები, ასევე, მათი ეკონომიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტები“, – აღნიშნა კოსიგინმა.