1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი პატიმრობაში დატოვა

120
0

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი – გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით რექტორის მეუღლეს და მის მეგობარს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.