1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბათუმის ოთხი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
ბათუმის ოთხი სავაჭრო ცენტრიდან  მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმის ოთხი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

176
0

ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და “პლაზა” კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.

ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა.

სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადაც შესვლა დროები აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.