1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ბაქოს სადავო ტერიტორიებს თუ არ დავუბრუნებთ, ომი გველოდება“ – Reuters
„ბაქოს სადავო ტერიტორიებს თუ არ დავუბრუნებთ, ომი გველოდება“ – Reuters

„ბაქოს სადავო ტერიტორიებს თუ არ დავუბრუნებთ, ომი გველოდება“ – Reuters

1.25K
0

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს მასალას სათაურით „ბაქოს სადავო ტერიტორიებს თუ არ დავუბრუნებთ, ომი გველოდება“ (ავტორი – ფელიქს ლაითი), რომელშიც გადმოცემულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანის ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით სომხეთის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

სომხეთს შესაძლოა აზერბაიჯანთან ომი მოუწიოს, თუ ერევანი ბაქოსთან კომპრომისზე არ წავა და მას ოთხ აზერბაიჯანულ სოფელს არ დაუბრუნებს, რომელსაც სომხეთი 1990-იანი წლებიდან აკონტროლებდა. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა.

ვიდეოში სომხეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ კომპრომისი და სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანთან “კვირის ბოლომდე” უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქოსთან ომის დიდი შანსია და მისი თქმით, „ისიც კარგად ვიცი, ეს ომი რით დასრულდება”.

ერთი დღით ადრე, ნიკოლ ფაშინიანი ჩრდილოეთ სომხეთის თავუშის პროვინციაში სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შეხვდა. იქ მდებარე ერთ-ერთი სომხური სოფელი, სახელად „თავუში“, მიტოვებული აზერბაიჯანული სოფლების მახლობლად მდებარეობს, რომლებსაც ერევანი 1990-იანი წლების დასაწყისიდან აკონტროლებდა.

ოთხი სოფელი, რომლებიც 30 წელზე მეტია დაუსახლებელია, ერევნისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. ისინი სომხეთს და საქართველოს საზღვრებს შორის გამავალ მთავარ გზაზე მდებარეობს.

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მისი მიწების დაბრუნება აუცილებელი წინაპირობაა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რათა დასრულდეს მთიან ყარაბაღში სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი. ეს მოიცავს რამდენიმე პატარა ანკლავსაც, რომლებიც მთლიანად გარშემორტყმულია სომხეთის ტერიტორიით.

ბაქომ მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორია გასულ სექტემბერში სამხედრო მოქმედებებში მიღწეული წარმატების შედეგად დაიბრუნა.

წყარო