1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს, ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის -ნიკოლ ფაშინიანი
აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს, ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის -ნიკოლ ფაშინიანი

აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს, ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის -ნიკოლ ფაშინიანი

276
0

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

მისი თქმით, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფრასტრუქტურის გახსნის საკითხს.

 

„პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ითვალისწინებს, მათ შორის, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, საავტომობილო გადაზიდვებს, მილსადენების გაყვანას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ინტერნეტსადენებს, ერთი მხრივ, შავ ზღვასა და მეორე მხრივ, სპარსეთისა და ომანის ყურეს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი, რომელიც საქართველოდან სომხეთში და შემდეგ ირანში მიდის, გაივლის აზერბაიჯანის ნახიჩევანს – ეს რკინიგზა არსებობდა საბჭოთა პერიოდში. არსებობს ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფრთა, რომელსაც შეუძლია, დააკავშიროს კასპიის და ხმელთაშუა ზღვები სომხეთის ტერიტორიის გავლით.

ამისთვის აუცილებელია, რომ სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდენენ თურქეთს. ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.