აშშ მხარს არ უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს – თეთრი სახლი
206
0
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს არ უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს“, – განუცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო და მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასრულოს ის უკრაინიდან საკუთარი ძალების გაყვანით.