აშშ-მა უკრაინისთვის $270 მილიონიანი დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
485
0
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინისთვის 270 მილიონი აშშ დოლარის ახალი დახმარების პაკეტი დამტკიცდა.
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ კირბიმ მედიისთვის დახურულ ბრიფინგზე აღნიშნა.
როგორც ცნობილია, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებ სისტემას, 36 000 ერთეულ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანსატანკო სისტემებს და 580 ერთეულ Phoenix Ghost-ის ტიპის დრონს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი აშშ დოლარია.
კირბიმ ასევე დააკონკრეტა, რომ უკრაინას ახლა 20 ერთეული HIMARS ექნება. 16 ერთეული შეერთებული შტატებიდან, ხოლო ოთხი ერთეული სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან.