აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის ძალებს განათავსებს
შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის ძალებს განათავსებს და მოამზადებს ჯარს საგანგებო სიტუაციების შემთხვევებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ბაიდენთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის და მისი მარიონეტების მიერ ბოლო ესკალაციის შესახებ დეტალური დისკუსიის შემდეგ, მე დღეს ვუბრძანე გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები რეგიონში {აშშ-ის} თავდაცვის ძალების პოზიციების გასამყარებლად. ეს ნაბიჯები გააძლიერებს შეკავების რეგიონულ ძალისხმევას, გააძლიერებს აშშ-ს ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში“, – განაცხადა ოსტინმა.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მან ავიამზიდ USS Dwight D. Eisenhower-ის დამრტყმელი ჯგუფი ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაგზავნა. ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი დაემატება ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ს, რომელიც ამჟამად მოქმედებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემა და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები დამატებით ბატალიონო გაიგზავნება.
ოსტინს მიაჩნია, რომ ეს უზრუნველყოფს რიგ გაუთვალისწინებელ გარემოებაზე რეაგირების უნარს.