1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ”- პაატა მანჯგალაძე
“არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ”- პაატა მანჯგალაძე

“არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ”- პაატა მანჯგალაძე

247
0

“არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, ევროპაში ინტეგრაციის, “ქართული ოცნების” ჩამოშორების საკითხზე და იმაზე, რომ რუსული ჭაობისკენ არ წავიდეთ, კოორდინაცია გვქონდეს, თუ ამ ღირებულებების ერთგულია “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენ ვიპოვით საერთო ენას, – ასე  გამოეხმაურა “სტრატეგია “აღმაშენებლის” წევრი  პაატა მანჯგალაძე “ნაციონალური მოძრაობაში” ჩატარებულ   არჩევნებს.

მისი თქმით,  პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ აქვს.

“რა გეგმებზეც საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი, არ მაქვს სკეპტიციზმის საფუძველი. ის საუბრობდა, რომ ძველი სახეები, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე იყვნენ, არ ბრუნდებიან და სურს განახლება, რასაც მივესალმები.  საერთო გეგმაზე ოფიციალური კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა, პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევხვედრივარ და ის ამბობს, რომ ახლა ერთიანი ფრონტით ხელისუფლების ჩამოშორების დროა.

მესმის, რომ არის კითხვები კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან დაკავშირებით, ამას თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერებმა უნდა უპასუხოს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ ფორმატში არ თანამშრომლობს ამ ადამიანებთან, ვისაც ასახელებთ. მელია – ხაზარაძეს რაც შეეხება, ჩვენ არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, რომ ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორების საკითხებზე და იმაზე, რომ რუსული ჭაობისკენ არ წავიდეთ, გვქონდეს კოორდინაცია. თუ ამ ღირებულებების ერთგულია „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ვიპოვით საერთო ენას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ “სააკაშვილი ჩვეულებრივი აგენტია.”

მისი თქმით,  კობახიძის განცხადებებს ლოგიკა არ აქვს და სჯობს, იმაზე ჩამოყალიბდეს, მტერია თუ არა რუსეთი.

“კობახიძე ჯერ იმაზე ჩამოყალიბდეს, რუსეთი მტერია თუ არა. ვერ დავეწიე მის ლოგიკას, რომელიც ოპოზიციას ხან დასავლეთის და ხან რუსეთის აგენტებს ეძახის. მე თუ მკითხავთ, ის თავად არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში,” – განაცხადა მანჯგალაძემ.