1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ განცხადებას ავრცელებს
მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ განცხადებას ავრცელებს

მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ განცხადებას ავრცელებს

245
0

„მაშინ, როცა ეს ტრაგიკული ამბავი მოხდა და იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან ის შეიფუთა, როგორც მორიგი კრიმინალური ფაქტი, ძალიან მოკლე ხანში, გაზეთმა „ჯორჯიან თაიმსმა“ ჩაწერა ინტერვიუ სანდრო გირგვლიანის დედასთან, ქალბატონ ირინა ენუქიძესთან.  „ჯორჯიან თაიმსის“ ამ სტატიამ ფარდა ახადა რეალობას და ამის შემდეგ დაიწყო მედიაში და საზოგადოებაში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სიმართლის გაჟღერება, თუ რა მოხდა სინამდვილეში”- ასე ეხმაურება მედია ჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი”  2 დღის წინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში, გადაცემის წამყვანის მიერ გაკეთებულ განცხადებას,  რომ სანდრო გირგვლიანის ტრაგიკული ამბავი საზოგადოებამ მათი ტელევიზიის ეთერიდან  შეიტყო.

“ჯორჯიან თაიმსის” მიერ გავრცელებულ განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ:

„მაშინ, როცა ეს ტრაგიკული ამბავი მოხდა და იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან ის შეიფუთა, როგორც მორიგი კრიმინალური ფაქტი, ძალიან მოკლე ხანში, გაზეთმა „ჯორჯიან თაიმსმა“ ჩაწერა ინტერვიუ სანდრო გირგვლიანის დედასთან, ქალბატონ ირინა ენუქიძესთან. „ჯორჯიან თაიმსის“ ამ სტატიამ ფარდა ახადა რეალობას და ამის შემდეგ დაიწყო მედიაში და საზოგადოებაში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სიმართლის გაჟღერება, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

 

ჩვენი კოლეგების მხრიდან, მსგავსი დეზინფორმაციის გაჟღერება, რომელიც მხოლოდ საკუთარ პიარს ემსახურება, რბილად რომ ვთქვათ, არაკოლეგიალური და უხერხულია, რადგან სიმართლის დასადგენად საკმარისია, მოვინახულოთ ეროვნული ბიბლიოთეკის, ასევე აღნიშნული ტელეკომპანიის არქივები, რითაც, სიმართლის დადგენა მარტივადაა შესაძლებელი.

 

აღსანიშნავია, რომ სანდრო გირგვლიანის ამბის გარდა, გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“, ყოველთვის პირველი აქვეყნებდა ისეთ სკანდალური საქმეების დეტალებს, როგორიც იყო პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმე და სხვა გახმაურებული ამბები. იმიტომაც იყო, „ჯორჯიან თაიმსი“ ყოველთვის ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემა. ზუსტად ამიტომაც ის გახდა მავანთა სამიზნე, რასაც საბოლოოდ, მისი დამფუძნებლების რეპრესიები მოჰყვა.

 

ასე რომ, პატივცემულო მკითხველებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთვის ვმუშაობთ,  ყოველთვის ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმას, რაც ვიცით!!!“- ნათქვამია განცხადებაში.