1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლებაში და მიგვითითოს, არ გამოვიყენოთ საღი აზრის ტერმინები- შალვა პაპუაშვილი
არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლებაში და მიგვითითოს, არ გამოვიყენოთ საღი აზრის ტერმინები- შალვა პაპუაშვილი

არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლებაში და მიგვითითოს, არ გამოვიყენოთ საღი აზრის ტერმინები- შალვა პაპუაშვილი

86
0

ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუ გინდა, შეცვალო კონსტიტუცია, ანუ თუ პარლამენტი ფიქრობს, რომ რაღაც ძირითად პრინციპს უნდა შეეხოს, შეცვალოს, დაამატოს, ამოიღოს, მაშინ ვალდებული ხარ გახვიდე ხალხში, მოისმინო მათი აზრი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საკითხის განხილვა. სწორედ ამ ფაზაში ვართ ჩვენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატია, თანამედროვე გაგებით, არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, როდესაც მოქალაქეები არჩევნების გზით ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში, რომლებიც შემდგომი პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების სახელით იღებენ კანონებს, ირჩევენ მთავრობას და ა.შ.

„ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არის საკითხები, როდესაც პარლამენტი ვალდებულია, მიბრუნდეს ისევ ხალხთან და ჰკითხოს მას აზრი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის საკითხები, რომლებიც არის ფუნდამენტური მნიშვნელობის, ჩარჩო საზოგადოების თანაცხოვრების, ძირითადი პრინციპი ამა თუ იმ ქვეყნის ურთიერთთანაცხოვრების, სამოქალაქო მშვიდობის და სხვა ძირითადი პრინციპის. ყველა ასეთი ძირითადი პრინციპი აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ორი ინიციატივა, ორივე კონსტიტუციური დონის, ერთი არის ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ, 30-ე მუხლში.

„ცვლილების იდეა არის, რომ იქ, სადაც მოწესრიგებულია ოჯახის საკითხი, ქორწინების საკითხი, დედათა და ბავშვთა საკითხი, დაემატოს პუნქტი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ გვექნება ცალკე კონსტიტუციური კანონი ოჯახურ ღირებულებებთან და არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით. ამით ჩნდება ლეგიტიმაცია, რომ არსებობდეს ცალკე კონსტიტუციური კანონი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, მეორე ცვლილება არის უკვე ცალკე აღებული კონსტიტუციური კანონი, რომელსაც ექნება კონსტიტუციური ხარისხი, რომელიც შეეხება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა უფლებებს და ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია ხუთი საკითხის მოწესრიგება.

„პირველი, თუკი რაიმე ქორწინების მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობა მოწესრიგდება, ეს იქნება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის; მეორე – შვილად აყვანა მხოლოდ ისეთი ოჯახების მხრიდან მოხდება, რომელშიც არის ქალი და მამაკაცი; მესამე – აკრძალულია სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; მეოთხე – დოკუმენტებში მიეთითება მხოლოდ ქალი და მხოლოდ კაცი და არანაირი სხვა დამატებითი გამოგონილი სქესი; მეხუთე -არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს გამოხატვის თავისუფლებაში და მიგვითითოს, არ გამოვიყენოთ ტერმინები, რომელიც არის საღი აზრის ტერმინები, რომ ქალს მიმართოთ ქალად და კაცს მივმართოთ კაცად და არ გვაიძულოს, რომ გამოვიყენოთ სქესისგან ნეიტრალური ტერმინები. ამ ხუთი რეგულაციის გარდა, კანონპროექტში გაწერილია პროპაგანდის შეზღუდვის ფორმა – სიტყვით, წერილობით და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად დაინიცირდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ამ საკითხებს კანონის დონეზე მოაწესრიგებს.