1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ მოტყუვდეთ თეირანის პროპაგანდით: რეჟიმი სარგებლობს ხალხმრავალი სამგლოვიარო ცერემონიით, რომ თავისი არსებობა გაამართლოს”-The Daily Telegraph
“არ მოტყუვდეთ თეირანის პროპაგანდით: რეჟიმი სარგებლობს ხალხმრავალი სამგლოვიარო ცერემონიით, რომ თავისი არსებობა გაამართლოს”-The Daily Telegraph

“არ მოტყუვდეთ თეირანის პროპაგანდით: რეჟიმი სარგებლობს ხალხმრავალი სამგლოვიარო ცერემონიით, რომ თავისი არსებობა გაამართლოს”-The Daily Telegraph

0

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) თეირანში მიმდინარე ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ალი ჰამენეის დაკრძალვას ეხმაურება და აქვეყნებს მოკლე სარედაქციო სტატიას „არ მოტყუვდეთ თეირანის პროპაგანდით: რეჟიმი სარგებლობს ხალხმრავალი სამგლოვიარო ცერემონიით, რომ თავისი არსებობა გაამართლოს“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

ირანი გრანდიოზული პროპაგანდისტული ღონისძიების არენა გახდა – იკრძალება ადამიანი, რომელმაც უდიდესი ბოროტება ჩაიდინა. აიათოლა ალი ჰამენეი დაიღუპა 28 თებერვალს, ისრაელის დაბომბვის შედეგად, ანუ იმ ქვეყნის მიერ, რომელსაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში განადგურებას უპირებდა.

ის ფაქტი, რომ დაღუპული უზენაესი ლიდერის დამარხვის მომზადებას მთელი ოთხი თვე დაჭირდა, მოწმობს იმას, თუ როგორი დარტყმა მიიღო ირანმა ისრაელისა და აშშ-საგან.

 

ამ დღეებში თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სამგლოვიარო ცერემონიები მიმდინარეობს. ტელევიზია ათასობით ადამიანის ნაკადს აჩვენებს, რაც, უეჭველია, რეჟიმის მიერ იმის დამამტკიცებელ ფაქტად იქნება გამოყენებული, რომ ხელისუფლება ირანელების უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს.

 

მაგრამ მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ის 30 ათასი ადამიანი, რომლებიც მოკლულნი იქნენ მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ყველას თავისუფლების მოპოვებისაკენ მოუწოდეს მიმდინარე წლის დასაწყისში. ირანში ყოველწლიურად ათობით ათასობით ადამიანს იჭერენ და მათ წამებით სულს ხდიან.

 

მოჯთაბა ჰამენეი, ალი ჰამენეის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ლიდერია, მამის დაკრძალვაზე არ გამოჩენილა: სახელმწიფო ტელევიზიამ მხოლოდ მისი სამი ძმა აჩვენა – მოსტაფა, მეისამი და მასუდი – რომლებიც თეირანის რელიგიური კომპლექსის დიდ დარბაზში მამისმ კუბოსთან ლოცულობდნენ.

 

როგორც ჩანს, მმართველ რეჟიმშიც გაჩნდა ნაპრალები დონალდ ტრამპთან დადებული გარიგების გამო. მოჯთაბა ჰამენეის არჩევნები ქვეყნის უზენაეს ლიდერად ირანის რეჟიმის გასაოცარი თვალთმაქცობის აქტს წარმოადგენს, რომელიც, როგორც ჩანს, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის შენიღბვას ნიშნავს.

 

და მაინც, აშკარაა, რომ დონალდ ტრამპმა თავის მიზანს ვერ მიაღწია – ირანში რეჟიმის ცვლილება არ მომხდარა. პირიქით, ვაშინგტონთან გაფორმებული გარიგებით თეირანმა უზრუნველყო ქვეყნის სასიცოცხლოდ აუცილებელი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ე.წ. „რეკონსტრუქციის ფონდმა“ თავისი 300 მილიარდი დოლარით აიათოლებისა და „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პოზიციები განამტკიცა.

 

ნებისმიერ სამომავლო დათმობას ირანის მანკიერი რეჟიმის მიმართ კატასტროფული შედეგები ექნება როგორც დასავლეთისათვის, ასევე თვითონ ჩაგრული ირანელებისთვისაც.

 

წყარო: