1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ არის გამორიცხული, რომ სტუმრების კიევში ჩასვლა მასპინძლისათვის კოშმარის დასაწყისი გახდეს” – რას წერს უცხოური პრესა
“არ არის გამორიცხული, რომ სტუმრების კიევში ჩასვლა მასპინძლისათვის კოშმარის დასაწყისი გახდეს”  – რას წერს უცხოური პრესა

“არ არის გამორიცხული, რომ სტუმრების კიევში ჩასვლა მასპინძლისათვის კოშმარის დასაწყისი გახდეს” – რას წერს უცხოური პრესა

263
0

გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რეალისტი პოლიტიკოსების სამეულმა ზელენსკის არამხოლოდ სიტყვებით ასიამოვნა, არამედ მოთხოვნებიც წაუყენა“ (ავტორი – ქრისტოფ შილცი).

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, არ არის გამორიცხული, რომ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების დროს ევროპელმა ლიდერებმა მასპინძელს მოუწოდეს უახლოეს თვეებში მოლაპარაკება დაიწყოს რუსეთთან და იფიქროს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე. 

„ამას მოწმობს ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ქვეყნების – საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის – უკიდურესი გაუბედაობა უკრაინისათვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხში და ის სამშვიდობო გეგმა, რომელიც იტალიამ უკრაინას და რუსეთს ამ ორიოდე კვირის  წინ შესთავაზა. ამას ადასტურებს აგრეთვე ფრანგი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვებიც რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზე, რომელიც მან რუმინეთში ყოფნის წარმოთქვა უკრაინაში ვიზიტის წინ.

ევროპელი ლიდერების სამეული, ავტორის აზრით, წარმოადგენს „რეალისტ პოლიტიკოსთა ახალი კოალიციის“ ბირთვს, რომლებიც გამოდიან „პრაგმატული, სწრაფი და დასავლური თვალსაზრისით – კონფლიქტის ყველაზე ეკონომიური სამშვიდობო მეთოდით გადაწყვეტისათვის“, მაგრამ იმავდროულად მხარს უჭერენ სამართლიანობას, ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებას, თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დაცვას. უკრაინის პრეზიდენტისათვის ეს ვიზიტი მხოლოდ სიხარულის მომგვრელი არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, რომ სტუმრების კიევში ჩასვლა მასპინძლისათვის კოშმარის დასაწყისი გახდება“, – ვარაუდობს ქრისტოფ შილცი.

წყარო