1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Amnesty International-ი შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას”-ზელენსკი
Amnesty International-ი შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას”-ზელენსკი

Amnesty International-ი შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას”-ზელენსკი

444
0

“სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია  Amnesty International-ი  შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას”- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ვიდეომიმართვაში  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციაAmnesty International-ის  ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებდნენ, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, რითიც საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეებს.

მისი თქმით, ორგანიზაცია ცდილობს, ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას.

„სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია  Amnesty International-ი  შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას. ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნესტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ჰიპოთეტურადაც კი არსებობდეს პირობა, რომ რუსეთის რომელიმე თავდასხმა უკრაინაზე გამართლებული იყოს.

„აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული და თუ ვინმე ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აგრესორი და მსხვერპლი რაღაც ფორმით გათანაბრებულია; თუ ზოგიერთი მონაცემი მსხვერპლის შესახებ არის გაანალიზებული, როდესაც ის, რაც აგრესორმა გააკეთა, იგნორირებულია, მაშინ ეს ანგარიში მიუღებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა უკავშირდება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებდნენ, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, რითიც საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეებს.

Amnesty International-ი ანგარიში  ასევე გააკრიტიკეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმადა მასში გამოთქმული ბრალდებები უარყვეს.

Amnesty International-ში  აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობის კრიტიკა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ცვლის.

ამის შესახებ აგნეს კალამარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე ინფორმაციით, ახლა „რუსი და უკრაინელი ტროლების ბანდები თავს ესხმიან Amnesty International-ის გამოძიებას, თუმცა ეს ორგანიზაციის მიუკერძოებლობას არ შეარბილებს“.