1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ალექსანდრ მაციევსკი – რუსი ოკუპანტების მიერ დახვრეტილი უკრაინელი სამხედროს ვინაობა ცნობილია
ალექსანდრ მაციევსკი – რუსი ოკუპანტების მიერ დახვრეტილი უკრაინელი სამხედროს ვინაობა ცნობილია

ალექსანდრ მაციევსკი – რუსი ოკუპანტების მიერ დახვრეტილი უკრაინელი სამხედროს ვინაობა ცნობილია

300
0

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოკუპანტების მიერ დახვრეტილი უკრაინელი სამხედროს ვინაობა დაადგინა.

უწყების ინფორმაციით, ის ჩერნიჰოვის რეგიონის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი, ალექსანდრ მაციევსკია.

მაციევსკის დახვრეტის კადრები სოციალურ ქსელში 6 მარტს  გავრცელდა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გარდაცვლილის ვინაობის საბოლოოდ დადასტურება შესაძლებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავებსა და ახლობლებთან კომუნიკაციასა და ფოტო-ვიდეო მასალის დამუშავებას მოიცავდა.

“ის ნამდვილი გმირია, რომელმაც სიკვდილის პირისპირ დგომისას მთელ მსოფლიოს აჩვენა უკრაინული ხასიათი და შეუპოვრობა. სწორედ ასეთი მცველები იცავენ დღეს ჩვენს მიწას, რაც ნიშნავს, რომ მტერი აუცილებლად დამარცხდება,” – წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი. 

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრ მაციევსკი სამხედრო სამსახურში 2022 წლის მარტში გამოიძახეს. დეკემბრის ბოლოდან იგი დაკარგულად ითვლებოდა. უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, მაციევსკი 2022 წლის 30 დეკემბერს დახვირტეს. მისი ცხედარი სახლში კი 2023 წლის თებერვალში დააბრუნეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მარტს განაცხადა, რომ მაციევსკის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.