1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება”- ლევან ხაბეიშვილი
“ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება”- ლევან ხაბეიშვილი

“ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება”- ლევან ხაბეიშვილი

268
0

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილმა განაცხადებით, ბრძოლა არ დასრულებულა, ის ახლა იწყება.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ურყევად აქვს გადაწყვეტილი ევროპისკენ სვლა და უახლოეს დღეებში კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

„კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ვიდრე ქვეყნის ხელისუფლებას ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი მართავს, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება. გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ მოგვცემს სტატუსს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონს, ან კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, ან იყო რუსული, ან ეს ხელს უშლიდა ჩვენს ევროპულ მომავალს, ეს არ გაუაზრებიათ, უბრალოდ, ტაქტიკურად უკან დავიხიეთო. მეტიც, მერე მოყვა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებების, ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, თქვენი საქმე აკეთეთ და ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევითო.

ყველა დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა, დამახსოვრებული ხართ. რომ დაგვავიწყდეთ, ისტორია აუცილებლად დაწერს თქვენ შესახებ. ხელი გაქვთ მოწერილი, ღიად აკეთებთ ამაზე განცხადებებს. ამიტომ გაფრთხილებთ, რომ ამ ახალგაზრდებს, არცერთს არ დაედოს თითი.

ამასთან, დღეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ბრძოლა არ დასრულებულა, ის ახლა იწყება. კონსულტაციებს გავივლით ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია, ჩვენ გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს, ეს ქვეყანა და ქვეყნის მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელსაც ურყევად აქვს გადაწყვეტილი ევროპისკენ სვლა. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და უახლოეს დღეებში კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით მოვახსენებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა