1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ადეიშვილის ყოფნა ევროპის საბჭოში და იქ შეხვედრებზე დასწრება ევროპის საბჭოს სცხებს ჩირქს” – გიორგი ხელაშვილი
“ადეიშვილის ყოფნა ევროპის საბჭოში და იქ შეხვედრებზე დასწრება ევროპის საბჭოს სცხებს ჩირქს” – გიორგი ხელაშვილი

“ადეიშვილის ყოფნა ევროპის საბჭოში და იქ შეხვედრებზე დასწრება ევროპის საბჭოს სცხებს ჩირქს” – გიორგი ხელაშვილი

323
0

ადეიშვილის ყოფნა ევროპის საბჭოში და იქ შეხვედრებზე დასწრება ევროპის საბჭოს სცხებს ჩირქს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი.

„საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, დაზიანდა ზურაბ ადეიშვილის მთავრობაში ყოფნის დროს. მისი ყოფნა და მითუმეტეს, სამთავრობო თანამდებობის დაკავება უკრაინის მთავრობაში ძალიან არამეგობრული ნაბიჯია საქართველოს მიმართ.

 

ადეიშვილის ყოფნა ევროპის საბჭოში და იქ შეხვედრებზე დასწრება ევროპის საბჭოს სცხებს ჩირქს, ვინაიდან ეს არის დაწესებულება ევროპაში, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს და იქ ადეიშვილის ყოფნა უკვე თავისთავად ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.