1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ”-მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე
“ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ”-მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე

“ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ”-მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე

1.89K
0

თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე სოციალურ ქსელ  Twitter-ში წერს.

ჩეჩირემ გააზიარა უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი ესწრება უკრაინის გენერალური პროკურატურისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრას.

.

„თუ გაინტერესებთ, რა აღიზიანებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილის სახელმწიფო მოღვაწის როლში ხილვა. მის თანამდებობაზე ყოფნის დროს, უამრავი დარღვევა მოხდა, რამაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ განდევნა გამოიწვია, მაგრამ ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში ვიქტორ ორბანის კალთის ქვეშ იმალებოდა“, – წერს მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.