“ნიკა მელიამ “ნაციონალური მოძრაობა” ჩამოაქცია”- ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტია ჩამოაქცია. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით,ნიკ, მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების 70%-ში ნამყოფი არაა და მათთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, რომ მელიამ პარტიის ინფრასტრუქტურა დაანგრია, 50 ოფისი დახურა, გასულ წელს ცხელი შემოდგომა დააანონსა და შემდეგ გაქრა.
„სწორედ ეს სხვაობაა ჩვენ შორის, მე ამომრჩევლებს ვხვდები. დავდივარ ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ. მინდა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდეს, ჩამოაქცია ნიკა მელიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების 70%-ში ნამყოფი არაა, არანაირი კომუნიკაცია მათთან არ აქვს.
გულწრფელად გეუბნებით, ველოდებოდი რომ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ილაპარაკებდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანის გზებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებაზე, როგორ უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, როგორ უნდა ვიყოთ უკომპრომისოები ბრძოლაში და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ნიკა მელია დაუპირისპირდა „ნაციონალურ მოძრაობას“. უკაცრავად, მაგრამ აჭარაში და ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ლევან ვარშალომიძე.
ის ამ საარჩევნო კამპანიაში დაუპირისპირდა ვარშალომიძეს და თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს. დიახ, ლევან ვარშალომიძე მხარს მიჭერს. ის დაუპირისპირდა ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძეს, რომელმაც რუსთავში არჩევნები მოიგო.
დაუპირისპირდა კახეთის რეგიონალურ ლიდერს გიორგი ბოტკოველს, თელავში გამარჯვებულ კანდიდატს. დიახ, გიორგი ბოტკოველი არის „ნაციონალური მოძრაობა“. მისი მხარდამჭერები უპირისპირდებიან გენერალ ჯანაშიას, პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას, რომელმაც საჯაროდ ღიად დააფიქსირა ჩემი მხარდაჭერა.
ისინი უპირისპირდებიან ბადრი ბასიშვილს, შიდა ქართლში. დიახ, ბადრი ბასიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობა“. დიმა შაშკინი, დიახ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი მიჭერს მხარს, გენერალი დევი ჭანკოტაძეც…
სანამ ისტერიკაში ჩავარდება, სანამ გალანძღავს, ტალახს ესვრის და პარტიის უდიდეს ნაწილს დაუპირისპირდება, ჩემი აზრით ნიკა მელიამ ჯერ უნდა გაარკვიოს რომელ პარტიაში იყრის კენჭს. პირდაპირ გეტყვით ყველა პროდასავლურ პარტიას პატივს ვცემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა რომ გინდა მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა დაანგრიე , ფაქტობრივად 50 ოფისი დახურე, 2022 წელს დააანონსე, რომ ცხელი შემოდგომა გექნებოდა და გაქრი მერე…“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.