“როდემდე შეიძლება გააგრძელოთ ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა”-
“ტრაგედიით მანიპულირების მოყვარულ ოპოზიციას და მათ მედიასაშუალებებს კი ერთს ვეტყვი – როდემდე შეიძლება გააგრძელოთ ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა”,- წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი.
“მეგობრებო, თანაქალაქელებო, თბილისელებო, მძიმეა ტრაგედია, რომელიც ვაზისუბანში ლიფტის გაუმართაობას 14 იანვარს მოჰყვა და რაზეც კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ვითხოვ თქვენს ყურადღებას, რომ ასეთი ტრაგედიები ავირიდოთ.
კანონით, კორპუსის შემთხვევაში, ლიფტის მესაკუთრე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაა.
იხ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2187218…
თუ კორპუსში ლიფტი გაუმართავია, ან აქვს ტექნიკური ხარვეზი, ამხანაგობამ უნდა მიმართოს გამგეობას, სხვაგვარად მუნიციპალიტეტს ვერ ექნება ინფორმაცია პრობლემაზე.
გთხოვთ, მცირედი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაშიც, მიმართეთ გამგეობას, რომ პრობლემა თანადაფინანსებით მოგვარდეს.
მითუმეტეს, წელს თბილისის ბიუჯეტში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის 38 მილიონ 500 ათასი ლარია, აქედან დიდუბის რაიონისთვის – 3 მილიონ 659 000 ლარი.
ამ პროგრამის ნაწილია ლიფტის შესაკეთებელი სამუშაოების დაფინანსება.
ტრაგედიით მანიპულირების მოყვარულ ოპოზიციას და მათ მედიასაშუალებებს კი ერთს ვეტყვი – როდემდე შეიძლება გააგრძელოთ ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა”,-წერს სოციალურ ქსელში გივი ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, 14 იანვარს, თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.