თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

Editor Dali
0
3 ოქტომბერს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საერთაშორისო AI კონფერენციას  „Crossroad AI” ჩაატარებს, რომელიც ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს გააერთიანებს. თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და AI განათლების მთავარი მხარდამჭერი. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა […]

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

Tv-Admin
0
  საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026″ გაიმართა.  ღონისძიების მხარდამჭერი იყო თიბისი. ფორუმის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის  (GMAP) კონცეფცია წარედგინა. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას […]

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერადბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

Tv-Admin
0
  12 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო ღონისძიების დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამდღიანმა ფესტივალმა შემოქმედებითი ინდუსტრიის ქართველ და საერთაშორისო წარმომადგენლებს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრია. AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი იდეებისა […]

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

Tv-Admin
0
  ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი – არც თუ ისე საყვარელი რუტინა. ჯარიმის შემოწმება და გადახდა, პარკირების ბალანსის შევსება, ვადების შეხსენება – ეს ყველაფერი დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა და ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების ერთ სივრცეში მოქცევით, მათი მართვა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდა. განახლებული ავტო კომფორტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჯარიმები პირდაპირ მობაილბანკიდან, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს, […]

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

10-12 სექტემბერს, ბათუმში გამართულ მეათე საიუბილეო საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე – Ad Black Sea 2026, გრან პრის მფლობელი კიდევ ერთხელ PSP გახდა. ამასთან ერთად 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზიც მოიპოვა. ფესტივალზე PSP-ს სამი სარეკლამო კამპანია იყო წარდგენილი – “რეცეპტი: სიმართლე”, “თავისუფლება გადამდებია” და “მეშეზლონგე”, რომლებზეც შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. „რეცეპტი: სიმართლე” ფესტივალზე გრან […]

“დონალდ ტრამპის მემკვიდრე ნებისმიერ შემთხვევაში ჯეიმს ვენსი უნდა იყოს” – The Daily Telegraph

Editor Dali
0
“დონალდ ტრამპის მემკვიდრე ნებისმიერ შემთხვევაში ჯეიმს ვენსი უნდა იყოს”– ასეთი სათაურით არის სტატია გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომელშიც ავტორი – გამოცემის ვაშინგტონელი კორესპონდენტი ბენედიქტ სმიტი აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხზე მსჯელობს: ვინ იქნება აშშ-ის  48-ე პრეზიდენტი 2028 არჩევნების შედეგად – ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი თუ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო?     […]

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

Editor Dali
0
ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისის განახლება. თიბისის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ბიზნეს ინტერნეტბანკში, რამდენიმე წუთში, სრულიად ციფრულად გააქტიურონ ინტეგრაციის სერვისი და საკუთარი ანგარიშები ბუღალტრული პროგრამებიდან უფრო მარტივად და ეფექტურად მართონ. ამასთანავე, მომხმარებლები, 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ აღნიშნული სერვისით, თუ მას 2026 წლის […]

გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

Editor Dali
0
გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სუს-ის გვერდზე გავრცელებულ გეკა გელაძის განცხადებაშია აღნიშნული. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა […]

“ახალი ადგილი Trump Tower-ისთვის – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება-თბილისური ცათამბჯენი დაგეგმილია აიგოს იმ ადგილზე, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი მილიარდერის ფონდისაგან არის ნაყიდი -The Wall Street Journal

Editor Dali
0
„ახალი ადგილი Trump Tower-ისთვის – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება // თბილისური ცათამბჯენი დაგეგმილია აიგოს იმ ადგილზე, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ქართველი მილიარდერის ფონდისაგან არის ნაყიდი“ – ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები ელიოტ ბრაუნი და ევან გორშკოვიჩი  ქართველი დეველოპერებისა და […]

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

2026 წლის 10 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, – განაცხადა „იმედის კვირასთან” ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები თავშესაფრის სისტემასა და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა. „სხვადასხვა ინსტანციაში 8-10 პროცესი გვიწევდა იმისთვის, რომ ერთი ადამიანის გაძევებისთვის […]

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

„როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და იგი ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად მოელოდა”, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას. მისივე თქმით, ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა […]

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – პატრიარქი შიო III ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა […]