1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული, დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს სასჯელი” – თეა წულუკიანი
“ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული, დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს სასჯელი” – თეა წულუკიანი

“ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული, დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს სასჯელი” – თეა წულუკიანი

225
0

კულტურის მინისტრის და ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის შეფასებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს სასჯელი.

წულუკიანის თქმით, პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია.

“ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო, არ ვიცი. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში, ვინაიდან პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს სასჯელი უნდა იყოს მოხდილი. ეს ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, ვინაიდან დაზარალებული ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია სისხლის სამართალში. დაზარალებულებს სჭირდებათ, რომ დამნაშავემ მოიხადოს სასჯელი სრულად,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.