1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი”- ანზორ მელია
“რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი”- ანზორ მელია

“რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი”- ანზორ მელია

568
0

არ უნდა ჩამოსულიყო პრეზიდენტი, არ ვიცი ვანო მერაბიშვილმა მოატყუა თუ არა, მაგრამ ნიკა რომ წინააღმდეგი იყო მაგის ჩამოსვლის, ეს ვიცი – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ანზორ მელიამ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს.

„შეცდომაშია შეყვანილი. თაკო ჩარკვიანი რომ იძახდა 130 ათასი კაცი დახვდება, სად წავიდა ეს 130 ათასი კაცი? კანცელარიასთან, ბოლოს როდესაც წრიპინებდა იქ, გამოდიოდა და იძახდა რაღაცებს, სადაა მაგის მხარდამჭერი ხალხი, სადაა მაგის პარტია? რატომ იყო 300 კაცი, აქაც ნიკამ შეუშალა და გადაუღობა გზა ყველას არ მოხვიდეთო? რა ცოტანი ვიყავით, არ შეიძლება ასე. ექიმებიც, რა ემართებათ ამ ექიმებს, როგორ შეიძლება კაცს გიკლავდნენ, არ იყოს პრეზიდენტი ყოფილი, იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, ისიც უნდა დაიცვა, მაგრამ კაცმა, პრეზიდენტმა, რომელმაც ჭაობიდან გამოიყვანა ქვეყანა, შექმნა ყველაფერი, ახლა შეიძლება ასე მოექცე? გადაიყვანონ ეს კაცი, სასწრაფოდ გადაიყვანონ, გადაარჩინონ, არ შეიძლება ასე“, – განცხადა ანზორ მელიამ.

რაც შეეხება ხაბეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილს გადაარჩენს, ანზორ მელია ახადებს, რომ მას ამას მანამდეც არავინ უშლიდა.

„როდის გადაარჩენს? ვინ უშლიდა მანამდე ხელს? ნიკამ ხომ ილაპარაკა დავავალე ხაბეიშვილს რაღაცეებიო, დაიკარგაო ორი-სამი დღე და მერე ბიბლიოთეკიდან დაიწყოო რაღაცებიო. ხაბეიშვილს ვინ უშლიდა? რომ აფრიალებდა ამ სახლების იმას, ეს მოიპარეს, ის მოიპარეს, პრეზიდენტზე ეფიქრა და ყოფილიყო, ნიკა უშლიდა ხელს? თვითონაც თანამდებობის პირი იყო. გაპაზორდა რა ხაბეიშვილი და იმიტომაც ჭიაბერაშვილს უყენებენ ახლა.

შეკითხვაზე, რა შანსები აქვს ჭიაბერაშვილს პარტიაში? ანზორ მელია პასუხობს: „რას იზამს, კაცი გავიდა… ეს სჭირდება ივანიშვილს…..რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი“