“პოლონეთში აფეთქება დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული”- ანჯეი დუდა
396
0
პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში აფეთქება დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანჯეი დუდას თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნა იყო პოლონეთზე გამიზნული თავდასხმა. მისი თქმით, ეს სავარაუდოდ უბედური შემთხვევა იყო.
დუდას ინფორმაციით, ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ „ეს-300“-ის ძველი რაკეტა იყო.
პოლონეთში, უკრაინის საზღვართან გუშინ საღამოს რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.