1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

783
0

ვერძი

შესაძლოა, მოულოდნელად რაღაც ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მეტი მოისმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, შესაძლოა, ვიღაცის მესაიდუმლე გახდეთ.

კურო

მზად ხართ ნებისმიერ ადამიანს სიმართლე პირდაპირ სახეში მიახალოთ. სათქმელიც ბევრი გაქვთ, რადგან ამ დღეს უმცირეს წვრილმანსაც ამჩნევთ. ერთი მხრივ, ეს პირდაპირობა გარკვეული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ, მაგრამ შეიძლება ახალი პრობლემების პროვოცირებაც გამოიწვიოს. თუ გსურთ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ, ამ დღეს ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.

ტყუპები

ამ დღეს არ უნდა მოდუნდეთ – თქვენს ყურადღებასა და წინდახედულეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს და მზად არის, თქვენი უყურადღებობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

კირჩხიბი

ფრთხილად იყავით – შეიძლება კრიტიკის ან უხეშობის მსხვერპლად იქცეთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ სასამართლო დავაში ან სხვა დაპირისპირებაში ჩაგითრიოთ. გაუგებრობა შეიძლება ფულს და უძრავ ქონებას უკავშირდებოდეს. არც სამსახურებრივი კონფლიქტებია გამორიცხული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ დიპლომატიური თვისებები გამოიჩინოთ და შექმნილი ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავალი იპოვოთ.

ლომი

ამ დღეს ზედმეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხართ – ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე ფიქრობთ. გარშემომყოფებს ლომის მბრძანებლურ ტონთან შეგუება უჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შედეგის მისაღწევად მეტი მოქნილობა და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბრით საკამათო საკითხები გაარკვიოთ და პატიება ითხოვოთ. ქალწულის გულწრფელობას სასწაულების მოხდენა შეუძლია – ეს მისი ჯადოსნური გასაღებია, რომელიც ყველა ადამიანის გულს აღებს.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცაზე ან რაღაცაზე აზრი მკვეთრად შეგეცვალოთ. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ახალი ინფორმაცია ან თქვენივე ლოგიკური დასკვნებია იქნება. ასეა თუ ისე, ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოთ.

მორიელი

უჩვეულოდ ყურადღებიანი ხართ და თქვენს მზერას უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოეპარება. ჰოროსკოპი სამსახურში შესანიშნავ შესაძლებლობებს გპირდებათ, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. სამაგიეროდ, გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ – საკუთარ ფიქრებში ისე ხართ ჩაძირული, რომ თქვენს გამოფხიზლებას ვერავინ ახერხებს.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრებიდან ძველი და უსარგებლო ნივთები მოიცილოთ – . გაათავისუფლეთ კარადა ნაგვისგან და სულიერ შვებას იგრძნობთ. თუმცა, მთავარია სული გაისუფთაოთ – მაგალითად, დანაშაულის ტვირთისგან, გაცვეთილი გრძნობებისგან ან აუხდენელი ოცნებებისგან.

თხის რქა

გამორიცხული არ არის, რომ რაღაც საკითხში სიმართლის ბოლომდე გარკვევა მოგინდეთ და თქვენი გაუთავებელი კითხვებით ვინმეს თავი მოაბეზროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება გაამახვილოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, მეცნიერება და საკუთარი ბიზნესი. სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ.

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაციის გამო შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ასე რომ, უმჯობესია დაგეგმოთ და არ იმოქმედოთ. ამის დროც მალე მოვა.

თევზები

ამ დღეს გარშემო მყოფთა უმცირეს შეცდომებს ამჩნევთ და არც თვითკრიტიკას გაურბიხართ. შეწყვიტეთ ნამცეცების მიკროსკოპით თვალიერება, ცოტა მოდუნდით და ცხოვრებით დატკბით.